საჰაერო გადაზიდვა

4

Royal Express გთავაზობთ საჰაერო გადაზიდვის სრულ სპექტრს, მათ შორის კარიდან კარამდე ტრანსპორტირებას. როდესაც დრო გადამწყვეტი ფაქტორია, საჰაერო ტრანსპორტირება საუკეთესო არჩევანია. მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან მყარი პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხის სერვისი და ოპტიმალური ტარიფები.

ჩვენი უპირატესობები
მაქსიმალური სისწრაფე (Express მიწოდება)
დროში შეზღუდული, მაღალი ღირებულების, მცირე ვარგისიანობის ვადის მქონე ან მალფუჭებადი ტვირთების ტრანსპორტირება უმოკლეს ვადებში.
მოქნილი გრაფიკი და რეისები
საჰაერო ავიახაზების ფართო არჩევანი და რეგულარული რეისები — ეს საშუალებას გვაძლევს მოვერგოთ თქვენს ბიზნეს-კალენდარს და არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ავიახაზზე.
სრული უსაფრთხოება და კონტროლი
ტვირთის მკაცრი მონიტორინგი გადაზიდვის თითოეულ ეტაპზე რისკებს ამცირებს.