ლოგისტიკაში ერთი საერთო პასუხი არ არსებობს — საუკეთესო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ტვირთის ტიპზე, მანძილზე, ბიუჯეტზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროზე. სანამ გადაზიდვის გზას აირჩევთ, ღირს დასვათ სამი მარტივი კითხვა.
რამდენად სასწრაფოა? თუ ტვირთი დროში შეზღუდულია — მალფუჭებადი პროდუქტი, სასწრაფო ჩანაცვლების ნაწილი ან მაღალი ღირებულების საქონელი — საჰაერო გადაზიდვა გამოსავალია. ის ყველაზე ძვირია, მაგრამ დანაკარგზე გაცილებით სანდო, როცა საათები მნიშვნელოვანია.
რა მოცულობისაა? დიდი მოცულობის, არც ისე სასწრაფო ტვირთებისთვის საზღვაო გადაზიდვა რჩება მსოფლიოში ყველაზე ეკონომიური და გამოყენებული მეთოდი — განსაკუთრებით საერთაშორისო ვაჭრობაში, კონტინენტთაშორის მიმართულებებზე.
საჭიროა ბალანსი ფასსა და სისწრაფეს შორის? სარკინიგზო გადაზიდვა, მაგალითად ჩინეთიდან საქართველოსა და ევროპაში, ხშირად საუკეთესო კომპრომისია — 2–3-ჯერ უფრო სწრაფი ვიდრე ზღვა და მნიშვნელოვნად დაბალი ღირებულების ვიდრე ცა.
სახმელეთო გადაზიდვა კი ყველაზე მოქნილია მოკლე და საშუალო მანძილებზე — კარიდან კარამდე მიწოდებით, ხშირად დამატებითი გადატვირთვების გარეშე.
ჭკვიანი არჩევანი ხშირად ერთი მეთოდის გამორჩევა არ არის, არამედ მათი სწორი კომბინაცია — ეს არის ის, რასაც ლოგისტიკაში ინტერმოდალურ გადაზიდვას ვუწოდებთ. Royal Express-ში ჩვენი გუნდი ყოველი ტვირთისთვის ამ ბალანსს ინდივიდუალურად ვეძებთ — დაგვიკავშირდით და ერთად ვიპოვით თქვენთვის ყველაზე ეფექტურ გზას.
